ყოფნა - არ ყოფნა
ბიწიერებით დამძიმებულ, „უსწორმასწორო წუთისოფელში“ ყოფნა და არყოფნა ფუნდამენტური საკითხებია, ყოველი ინდივიდისთვის ინტერესისა და შიშის მომგვრელი. ინტერესს თავად ყოფნა წარმოადგენს, გაცხოველებული სურვილი ადამიანისა შეიცნოს ამქვეყნიურობის უღრმესი წიაღიც კი, თუმცა ანტიკური დროიდან დღემდე სამყაროს იდეალურ აღქმამდე არავინ მისულა, საკუთარი თავის შესწავლაც კი არ ძალუძს კაცს, უნარწართმეული, უფლებაშეზღუდულია. არყოფნა შიშია, სიკვდილის თვალებგაფართოებული შიში, გაუგებრობა, რომელსაც ადამის შვილნი ქვეცნობიერად ვატარებთ გონს მიღმა. კაცობრიობამ არსებობისთვის აზრის მისაცემად სიყვარული, თავისუფლება, რაინდობა, ბედნიერება გამოიგონა, მაგრამ რისთვის ვიცოცხლოთ ფილანთროპიით, ჰარმონიულად, მუდმივ მოძრაობაში, ანდა ბიწიერებით, ამქვეყნიური ვნებებით, ბოროტებით, თუკი საბოლოოდ ყველაფერს ეს სახელი გააერთიანებს - „ყოფნა“. სიცოცხლეს ეძლევა აზრი, რადგან ვიცით, რომ დასრულდება და დასასრული, არყოფნად სახელდებული, შვებაა, სამყაროსეული კანონზომიერების ნაწილია. კაცობრიობა ესწრაფვის გარემოს შეცნობას, კოსმიური და დედამიწისეული წესრიგის წარმოშობის შესწავლას, ჩვენ გარშემო ტრიალებს უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა, თუმცა სულის გენეზისის ამგვარად კატეგორიული და სუნთქვის შემკვრელი შეკითხვა „ჰამლეტამდე“ არსად დასმულა. საით მიდის ადამიანი, რა ფუნქცია აქვს ფანტაზიას, რას ნიშნავს ზესრულობა, ასე ძლიერ რომ მიილტვის მისკენ ლიტერატურა - ყოფნას თუ არყოფნას?
საბედისწერო არჩევანს ამქვეყნიურობის წარმავლობა, ამაოება უქმნის ინდივიდს. ჰამლეტის ისედაც ტრაგიკული ბედი სწორედ ამ გაუგებრობით გაჟღენთილ გადაწყვეტილებას უნდა დაეგვირგვინებინა. თუმცა ეჭვით შეპყრობილი ადამიანისთვის ვერც ერთი სუბსტანცია ვერ იქნება იმედისმომცემი. ის, ერთგვარად, ანტიპოდია „ვეფხისტყაოსნის“ პერსონაჟებისა. XII საუკუნის რაინდები არჩევანს ყოფნის სასარგებლოდ აკეთებენ, არ იშურებენ ძალებს საკუთარ მიზნებამდე ცისქვეშეთშივე მისაღწევად. ქრისტიანული ჰარმონიის მსგავსად ისინი უხილავ, თუმცა „საზღვრის დამსაზღვრელ“ ღმერთთან ერთად მოქმედებენ და ყოველ ტკივილს, ამაოებისგან გამოწვეულს, ურთიერთობათა სიმყარე, სიყვარულისა და რაინდობის ძალა ეწინააღმდეგება. საპირისპიროდ, ჰამლეტს მეტად რთულ ლიტერატურულ სივრცეში უწევს არსებობა, მისთვის გაუგებარია ვის მოუსხია მტრის ან მეგობრის მანტია. ყოფნა - არყოფნაც თავზარდამცემი სიცხადითა და კატეგორიულობით დგება.
თუ შევხედავთ მიქელანჯელოს მიერ მოხატულ სიქსტის კაპელაში როგორ სცილდება ერთმანეთს ღმერთისა და ადამის ხელები, ცხადად აღმოვაჩენთ, რომ პირველმა ადამიანმა, ნებსით თუ უნებლიეთ, თავადვე თქვა უარი ყოფნა-არყოფნის გაერთიანებაზე. გაუგებარია, კაცი განუდგა ღმერთს, თუ ღმერთი კაცს, მაგრამ ცნებათა დაყოფა ცხადია. სამყაროში ადამიანის გაჩენისთანავე რეალობა და ირეალობა პარალელური სივრცეები გახდა. ჰამლეტი კი, ღმერთსა და ადამიანს შორის უმისამართოდ გარჩენილი, ეჭვით ნაწამები და ფიქრარეულია. ვის ენდოს, ვისზე ილოცოს, ვინ მისცემს გულგამოჭმულს სულიერ საზრდოს, სიცოცხლე უფრო სანატრელია თუ სიკვდილი? აქვე მახსენდება რეი ბრედბერის მოთხრობა „კალეიდოსკოპი“. დამტვრეული კოსმოსური ხომალდიდან სკაფანდრით სივრცეში გადაშვებული ადამიანის ფიქრიც ყოფნა არყოფნის ზღვარზეა. ინდივიდებს უწევთ იფიქრონ უხელოდ, უფეხოდ, სულისშემძვრელი ტკივილით და იმოძრაონ კოსმოსურ სივრცეში გარდაუვალი სიკვდილისკენ. შექსპირი და ბრედბერი ეპოქებითა და აზროვნებით საკმარისზე მეტად დაშორებული მწერლები არიან მათ შორის იდეური მსგავსების საპოვნელად, თუმცა ორივე ასახავენ არჩევანწართმეული პიროვნებების აზრთა გაშიშვლებას. მათი პერსონაჟებისთვის მეორეხარისხოვანია თავისუფლება, სიყვარული, მეგობრობა... პროტაგონისტები ამაოებას უცხადებენ ბრძოლას და სიკვდილის წინაშე მდგარნი, ცხოვრებით დაღლილნი ფიქრობენ, როგორ იქცა მათი ფერადი, გულუბრყვილო ბავშვობის დროინდელი სამყარო ბოროტების, შურის, ღალატის, ორპირობისა და დაუსრულებელი ქიშპობის ნირწამხდარ სივრცედ. განა ღირს ამგვარად ცხოვრება?
ჰამლეტი მოცემულობის მსხვერპლად არ უნდა ჩავთვალოთ. რომ არა მამამისის სიკვდილი, ის უცილობლად იპოვიდა შფოთისა და ფორიაქის სხვა მიზეზს. ის ასეთია - გზააბნეული, საკუთარ თავთან ყოველთვის დისკუსიაში მყოფი, ეჭვით შეპყრობილი და გაწვალებული. მრავალ სხვა თვისებასთან ერთად მას აკვიატებაც შეგვიძლია მივაწეროთ. მივაწეროთ-თქო იმიტომ ვთქვი, რომ ჰამლეტი შექმნილია, როგორც თითქმის ყველა ადამიანური, უარყოფითი თუ დადებითი, თვისების ერთდროულად მატარებელი ლიტერატურული სახე. შექსპირმა გადასარევად იცოდა, ვის უდგამდა სულს, ვის აქანდაკებდა... ახალი ტიპის ადამიანი, რომლის პროტაგონისტულ იდეაში შემდგომში განავითარეს ან შეზღუდეს სხვადასხვა ხასიათი და სხვა პერსონაჟებს შეასხეს ხორცი, სწორედ ისეთი უნდა ყოფილიყო, როგორიც გამოვიდა.

აკვიატება უცნაური ფიქრისა - ეს ფენომენი თითოეული ჩვენგანის ცხოვრების ნაწილია. ამგვარი ფიქრის დროს კი ყოველთვის ქვეტექსტებს ვეძებთ, რაღაცას ვუკავშირებთ, ალბათ, ასე მოხდება, ეს რაღაცის ნიშანი იყო... თუმცა არა, აკვიატება ჩვენი ადამიანური თვისებრიობის სიმბოლოა. რომ არა აკვიატება, ადამი არ შეჭამდა ვაშლს. ის ერთგვარი მწვალებლობაა, რომელსაც ინდივიდი საკუთარ თავში მოიცავს. ცხოვრების წესი, რომელიც ჩვენ ყოველდრიურობის წესდება, კანონი გვგონია, რეალურად, ჩვენი აკვიატების ნაწილია, ის პროცესია, რომელზეც უარს ვერ ვამბობთ, თუმცა შესაძლოა ხანდახან დაღუპვამდე მივყავდეთ მას. რეი ბრედბერის მოთხრობაში „ჟანგი“ ვკითხულობთ: „როცა ყველა მიხვდებოდა, რომ იარაღი აღარავის აქვს, რომ აღარავისი აღარ უნდა გვეშინოდეს, ყველა თანასწორია და შეგვიძლია დავიწყოთ ცხოვრება, მაშინ მუშტებით დაიწყებდნენ ბრძოლას. ჩაიცვამდნენ ფოლადის ჩანართიან მოკრივის ხელთათმანებს. წაართვით ხელთათმანები და აამოქმედებენ ფრჩხილებს, კბილებს, ფეხებს. ესეც აუკრძალეთ დაერთმანეთს ფურთხებას დაუწყებენ. თუ ენას ამოაძრობთ, ჰაერს ისეთი სიძულვილით აავსებენ, ტელეგრაფის სადენებიდან მკვდარი ჩიტები ჩამოცვივდებიან“. აი ასეთია ამერიკელი მწერლის თვალით დანახული ადამიანი, არა მხოლოდ მოძალადე, როგორც ამას უკვე დიდი ხანია ჩაგვჩიჩინებენ, არამედ ამკვიატებელიც, რადგან მისი ჩვევაა იძალადოს, სხვაგვარად ცხოვრება უბრალოდ არ შეუძლია. ამ მოცემულობაში, თითქოს, ინდივიდი ზნედაკარგული, დემორალიზებულია, მაგრამ არა - ის თავისებურად ცდილობს შეგუებას ამქვეყნიურ მოვლენებთან, ადამიანისეულად აღიქვამს სამყაროს. აქ კი იგულისხმება, რომ მას მხოლოდ განსაზღვრული მოცემულობების აღქმა, ყველანაირ თავისუფლებაშიც კი მხოლოდ ჩარჩოში აზროვნება შეუძლია. ამიტომ ხდება აკვიატების შემნივთებელი. ჩვენს ეპოქაშიც კი, როდესაც თითქოს ყველაზე მეტად დახვეწილი და უმიმართულებო, უსასრულო უნდა იყოს აზროვნება, სინამდვილეში ანტიკური საბერძნეთის დროინდელი იდეები გვაქვს (იდეა სიყვარულზე, ვაჟკაცობაზე, ომზე, ამქვეყნად სახელის დატოვებაზე) და რა გასაკვირია, ასეთი ცოცხალი და ახლობელი რომ იყოს ჰამლეტი ჩვენში.
ნინო ათაბეგაშვილი
ნინო ათაბეგაშვილი
1 comment:
წარმატებები ნინ
Post a Comment