"მე პოეტი ვარ და ქუჩის ლოთი,/ შენ კი მაისის ვარდივით წმინდა" - ამბობს ლადო ასათიანი. ეს არის თავმდაბლობა და, გარკვეულწილად, მიუწვდომლობა, რაც რომანტიკოსების შთაგონების წყარო იყო. ამ სიტყვებით ავტორი ხაზს უსვამს იმას, რომ სიყვარული წმინდაა. ტექსტში იკვეთება
რამოდენიმე იდეა, გრძნობების გამძაფრებისა და სათქმელის სიღრმისეულად გადმოცემის მიზნით პოეტი იყენებს ისეთ მხატვრულ ხერხებს, როგორებიცაა: შედარება ("მაისის ვარდივით წმინდა"), მეტაფორა ("ათინათინდა ვარსკვლავთ ჭავლეთი"), რიტორიკა, ეპითეტი ("ვინ მოგასწავლა ანთებულ გულთან,/ ფერეიდნულო ალმასის თვალო") და ა.შ.
სიმბოლურია,
რომ ავტორი თავის სიყვარულს, სპარსელ ქალს, რომელიც თბილისის ნახვის სურვილით იყო აღვსილი, მტკვრის პირას ჩამოჯდომასა და საუბარს სთავაზობს, მტკვარი ხომ ჩვენი ქვეყნის უტყვი მემატიანეა. ლექსის ლირიკული მე თავადაც დაინტერესებულია ქალის წარსულით, რადგან იგი ფერეიდნელია, ფერეიდანი კი, როგორც ცნობილია, პატარა საქართველოა, მისი ისტორია, გარკვეულწილად საქართველოს ისტორიაცაა. პოეტი კი, რომელიც თბილისიდან გაქცევის სურვილითაა შებყრობილი მაინც იმდენად პატრიოტია, რომ ამბობს: "მოძებნე ჩემი სამშობლო მიწა,/ და დამწვარ გულზე გადამაყარე". მას არ შეუძლია დათმოს სამშობლო, თუნდაც უდიდესი გრძნობის სანაცვლოდ, ამით დიდად განსხვავდება ნიკოლოზ ბარათაშვილისგან,
რომელიც ამბობს: "ღარიბი მოვკვდე ღარიბად, ვერ დამიტიროს მშობელმან". ტატოს სურვილი იყო დაეტოვებინა კვალი, გაეთელა გზის ნაწილი, რომ წინ წასულიყო კაცობრიობა და ამისთვის მზად იყო დაეთმო სამშობლო, ოჯახი, ყველაფერი რაც გააჩნდა. ლადო ასათიას, ჯონ ლენონის მსგავსად სურს შემოქმედებით დაამარცხოს სიკვდილი, გაარღვიოს საზღვრები და გააერთიანოს აღმოსავლეთი და დასავლეთი. "ჩვენი რუსთველი, თქვენი საადი, ჩემს სამარესთან იშაირებენ".
შოთა რუსთაველის მსგავსად ლადო ასათიანისეული მიჯნურიც"მუდამ მტირალია" (გავიხსენოთ მონაკვეთი, როცა ტარიელი ტირის, რახან ტირის ან მიჯნურია ან რაიმე ცუდი ჩაუდენიაო ამბობენ). ლექსის ავტორს ნიკოლოზ ბარათაშვილის მსგავსად სიყვარული სურვილებს აღუძრავს, წყურვილის შეგრძნებას უჩენს ("თან წამიყვანე მგზავრი გვიანი,/ გახელებული ტრფობის წყურვილით"). "და მასთან ჰპოვე ერთობა სულთა" - ამ სიტყვებით
პოეტი კიდევ ერთხელ ეთანხმება ნიკოლოზ ბარათაშვილს და სიყვარულის მისეულ აღქმას. "მხოლოდ კავშირი ესრეთ სულთა, ჰშობს სიყვარულსა,/ ზეგარდმო მადლით დაუხსნელად დამტკიცებულსა", ისევე როგორც ტატო ლადო ასათიანიც სულთა ერთობას („შესხივება“) უწოდებს ზეციერ სიყვარულს და არ ურევს მიწიერ გრძნობაში, რომელიც წარმავალია, როგორც სილამაზე და არა - მშვენიერება.
„ათინათინდა ვარსკვლავთ ჭავლეთი“, „კვლავ აენთება ცის
ლაჟვარდებში ვარსკვლავთ ჭავლეთი“ - იმეორებს ლადო ასათანი ლექსის დასაწყისსა და დასასრულში,
ეს მეტაფორა გამოიყენება სინათლის შემოსვლის (ილიასეული „გამოღვიძება“), ბოროტების
დამარცხების („ამოდის ნათდება“) სიმბოლოდ და ის ნახსენებია ისეთ „ბედნიერ“ მომენტებში,
როგორებიცაა სატრფოსთან პირისპირ შეყრა,
(„საღამოს, როცა შუქთა შურდულით/ ათინათინდა ვარსკვლავთ ჭავლეთი,/ შენ შემეფეთ
და ჩამჩურჩულე:/ აღმოსავლეთი, აღმოსავლეთი.“) და აღმოსავლეთისა და დასავლეთის გაერთიანება
(„მე წამოვდგები, კვლავ აენთება/ ცის ლაჟვარდებში ვარსკვლავთ ჭავლეთი,/ მე ხელებს გავშლი
და შეერთდება/ დასავლეთი და აღმოსავლეთი...“).
ლექსი კიდევ ერთხელ განადიდებს სიყვარულს, კიდევ ერთხელ
ამტკიცებს მის ღვთაებრიობას და ყოველი პრობლემის გადაჭრის გზად მას წარმოაჩენს. საბოლოოდ,
ავტორი ოსტატურად ახერხებს იმ ცნებების, იდეების თავმოყრასა და მათთვის მხატვრული ღირებულების
მინიჭებას, რომელიც ერთი შეხედვით სხვადასხვაა, უცხოა ერთმანეთისთვის.
8 comments:
ძალიან მომაბეზრებელია მოსასმენადაც ის,რომ თითოეულ ლექსის ფრაზას და პოეტის სურვილებს სხვის ლექსებთან და სურვილებთან ადარებ,თემადაც არ გამომადგა.
ჩემი აზრით თემა არ არის კარგად დალაგებული. მაგრამ ნაშრომში მთლიანად კარგი აზრი დევს. ამ ჩანაწერის წაკითხვის შემდეგ აქედან გამომდინარე მშვენიერი თემა დაიწერება
Kargia
საკონტროლოზე ვწერ და 2იანი მივიღე
ჩემი აზრით მე მომეწონა კაი რამ იყო მარა რავი ეხლა დავწერე საშინაო დავალებად და თუ მასწავლებელს მოეწონება ეგ არ ვიცი
(ასე უფრო გასაგებია და სჯობს)
ლადო ასათიანი - სპარსელ ასულს
"მე პოეტი ვარ და ქუჩის ლოთი,/ შენ კი მაისის ვარდივით წმინდა" - ამბობს ლადო ასათიანი. იგი ამ ტაეპით თავმდაბლობასა და გარკვეულწილად, მიუწვდომლობას გამოხატავს , რაც რომანტიკოსების შთაგონების წყაროს წარმოადგენს. ამ სიტყვებით ავტორი ხაზს სიყვარულის სიწმინდეს უსვამს.ლადო ასათიანის მიერ შექმნილი მიჯნური : ტარიელის მსგავსად მუდამ მტირალია , სიყვარული კი ნიკოლოზ ბარათაშვილის მსგავსად სურვილებს აღუძრავს და წყურვილის შეგრძნებას უჩენს - "თან წამიყვანე მგზავრი გვიანი , გახელებული ტრფობის წყურვილით". პოეტი კიდევ ერთხელ ეთანხმება ნიკოლოზ ბარათაშვილს და სიყვარულის მისეულ აღქმას - "და მასთან ჰპოვე ერთობა სულთა" . ტატოს მსგავსად ლადო ასათიანიც სულთა ერთობას უწოდებს ზეციურ სიყვარულს და არ ურევს მას მიწიერ გრძნობაში, რომელიც წარმავალია, როგორც სილამაზე და არა - მშვენიერება.
ავტორი თავის სატრფოს , მტკვრის პირას ჩამოჯდომასა და საუბარს სთავაზობს . მტკვარი ხომ ჩვენი ქვეყნის უტყვი მემატიანეა. პოეტს კი არ შეუძლია დათმოს სამშობლო, თუნდაც უდიდესი გრძნობის სანაცვლოდ, ამით დიდად განსხვავდება ტატო ბარათაშვილისგან. ლადო ასათიას ასე , რომ ვთქვათ ჯონ ლენონის მსგავსად სურს შემოქმედებით დაამარცხოს სიკვდილი და გაარღვიოს საზღვრები. "ჩვენი რუსთველი, თქვენი საადი, ჩემს სამარესთან იშაირებენ". ,,ათინათინდა ვარსკვლავთ ჭავლეთი“, „კვლავ აენთება ცის ლაჟვარდებში ვარსკვლავთ ჭავლეთი“ - იმეორებს ლადო ასათანი ლექსის დასაწყისსა და დასასრულში, ეს მეტაფორაა რომელიც გამოიყენება სინათლის შემოსვლის , ბოროტების დამარცხების სიმბოლოდ და ის ნახსენებია ისეთ მომენტებში, როგორებიცაა სატრფოსთან პირისპირ შეყრა.
ლექსი კიდევ ერთხელ განადიდებს სიყვარულს, კიდევ ერთხელ ამტკიცებს მის ღვთაებრიობას და ყოველი პრობლემის გადაჭრის გზად მას წარმოაჩენს. საბოლოოდ, ავტორი ოსტატურად ახერხებს იმ ცნებების, იდეების თავმოყრასა და მათთვის მხატვრული ღირებულების მინიჭებას, რომელიც ერთი შეხედვით სხვადასხვაა, უცხოა ერთმანეთისთვის.ტექსტში გამოყენებულის ტროპული მეტყველების ნაწილები . ავტორი , ლადო ასათიანი , ტროპული მეტყველების ნაწილებს გრძნობების გამძაფრებისა და სათქმელის სიღრმისეულად გადმოცემის მიზნით იყენებს . კერძოდ : შედარება , ეპითეტი , მეტაფორა და რიტორიკა . შედარებაა -,,მაისის ვარდივით წმინდა" . მეტაფორაა -,,ათინათინდა ვარსკვლავთ ჭავლეთი", რიტორიკა, ეპითეტია -"ვინ მოგასწავლა ანთებულ გულთან, ფერეიდნულო ალმასის თვალო" .
ვერ იყვი რო ცუდი თემაა,მშვენიერია უბრალოდ იმას გააჩნია თუ მასწავლებელი როგორი სახით მოგცემთ განსახილად,საშინარსოდ თუ პარაფრაზად.ამ თემაში ბევრ რამეზე საუბარი განზოგადებულადაა რაც ძალიან კარგია, ასევეა რის შედარებები. არამგონია ასეთ თემაში ვინმემ დაბალი ნიშანი მიიღოს.
Slots | Casino – The best & trustworthy place for playing, poker and
18+ · Gambling Addiction 사천 출장안마 is a major problem in the United States. This is a 안동 출장마사지 growing 경상남도 출장안마 concern for 이천 출장마사지 the 서울특별 출장샵 local and professional community
Post a Comment